მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

5f227079783f9
BM.GE
30.07.20 11:01
1134
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა- ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნობა დაზიანებულ სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას და საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს, რათა გამოწვეული ზიანი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს.