მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოეფიციენტებით ვაჭრობის შედეგები-რომელ უბნებში "ჩაატიეს" ყველაზე დიდი სამშენებლო ობიექტები

5e59359014a3c
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.20 19:51
1416
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის განაშენიანების ეფექტიანობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია, 2011-2018 წლების განმავლობაში დედაქალაქში მშენებლობის ნებართვეის გაცემის, სამშენებლო ინტენსივობების ზრდის, ზონალური სტატუსის ცვლილებების, ე.წ. "კოეფიციენტებით ვაჭრობის", ახალი გენერალური გეგმის და იმ საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, რომლითაც ნებართვების გაცემა მიმდინარეობდა. 

უკანასკნელ წლებში საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, სამშენებლო სექტორის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება, რაც ახალაშენებულ უძრავ ქონებაზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული. 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, დედაქალაქში არსებული საბინაო ფონდის დიდი ნაწილი მოძველებულია და ჩანაცვლებას საჭიროებს, თუმცა პერიოდის განმავლობაში გაცემული ნებართვების შესწავლა აჩვენებს, რომ მრავალ შემთხვევაში, ეს ჩანაცვლება ხდება იმგვარად, რომ გადაჭარბებულია განაშენიანების სიმჭიდროვე, სტატუსს იცვლის და მცირდება სარეკრეაციო ზონები. მაგალითად, 2011-2017 წლებში, საშუალოდ, ყოველწლიურად 8 ჰექტარი რეკრეაციული ზონა იცვლებოდა სამშენებლო დანიშნულების ზონად

მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არსებული სამშენებლო პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ესთეტიკურად მისაღები და ხარისხიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობას. აღნიშნული, სხვა მნიშვნელოვან ნეგატიურ ეფექტებთან ერთად, უარყოფითად მოქმედებს ურბანული გარემოს ხარისხზე. 

აუდიტის შედეგების მიხედვით, განაშენიანებების ინტენსივობის მატება 2011-2018 წლებში აპრობირებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. აუდიტის შეფასებით, "ნორმატიული განაშენიანების ფართობი" - ანუ სამშენებლო ობიექტების ფართობი, რომელიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არსებული რეგულაციების პირობებით იქნებოდა დასაშვები, საგამონაკლისო წესით მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ცალკეული უბნების მიხედვით, ეს ზრდა ასეთია:



"როგორც გრაფიკიდან ჩანს, განაშენიანების ინტენსივობა ყველაზე მეტად ვაკესა და საბურთალოს რაიონებში ფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმება, ავტომატურად არ ნიშნავს მშენებლობის უფლებას, აუდიტის ჯგუფმა შეაფასა განაშენიანების ინტენსივობის მატების რეალიზების მაჩვენებლები. აღნიშნული გულისხმობს ისეთ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებებს, რის საფუძველზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა გაზრდილი პარამეტრებით. ამასთანავე, შეფასდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდის საფუძველზე გაცემული ნებართვების ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელიც", -  ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.