მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოფისტას“ ახალი ობიექტი დედაქალაქში უკვე გაიხსნა

60fe57ff32344
BM.GE
26.07.21 10:36
876
ქართული Coffee Shop-ების ქსელი „კოფისტა“ ფართოვდება და მიუხედავად პანდემიისა, ახალ ობიექტებს ხსნის. როგორც "კოფისტას" დამფუძნებელი მიხეილ ფარულავა აღნიშნავს, „კოფისტა“ გახდა პირველი კომპანია სარესტორნო სფეროში, რომელმაც საკუთარი ფრანჩაიზინგის სისტემა შექმნა და ამით დაუპირისპირდა პანდემიურ გამოწვევებს.

“პირველმა ობიექტმა ფრანჩაიზინგის ქვეშ, რომელიც მუხათწყაროსთან ლისის მიმდებარედ მდებარეობს, უკვე დღეიდან ფუნქციონირებს და ის გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც საცხოვრებლად თუ დასასვენებლად ეს მიმართულება შეარჩია. და ამ ნაბიჯით ბრენდმა ხარისხიანი ყავა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა ყველასთვის”, - აღნიშნა მიხეილ ფარულავამ.

„კოფისტას“ ფრენჩიზის მფლობელები და „კოფისტას“ მენეჯმენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედს გამოთქვამენ, რომ მალე ეს ლოკაცია მომხმარებლისთვის ყავის მირთმევის ყოველდღიური რიტუალის ნაწილი გახდება. შეგახსენებთ, რომ კოფისტა” ნედლეულად იყენებს მხოლოდ 100%-იანი არაბიკას მარცვლებს და ყავის გურმანებს ცივი და ცხელი სასმელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება აქვთ კვების ობიექტში კრუასანები, ნაყინი, დონატები და სხვა ტკბილეული, სენდვიჩები და სალათები, უგემრიელესი ფრაპეები და ადგილზე დამზადებული ლიმონათები დააგემოვნონ.

„კომპანიის მენიუ გამორჩეულია სხვა კონკურენტებისგან სასმელების დიდი არჩევანით და არომატული ყავით, რომელიც საგანგებოდ შერჩეული მარცვლისგან მზადდება ბელგიაში. „კოფისტა“ უახლოეს პერიოდში გეგმავს კიდე არაერთი პროექტის განხორციელებას საკუთარი ბრენდის ქვეშ და არ გამორიცხავს ფრანჩაიზინგის სისტემის საზღვარგარეთ განვითარებასაც” , - განაცხადა „კოფისტას“ დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ „კოფისტა“ თბილისში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ჯამში, უკვე 11 ობიექტს ფლობს, მათ შორის ერთს უკვე ფრანჩაიზინგით. „კოფისტა“ ასევე ფლობს საკუთარი კვების პროდუქტების მწარმოებელ საწარმოს, საიდანაც ქსელს დესერტებით და ჯანსაღი საკვებით ამარაგებს.