მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოჯრისა და შინდისის ტერიტორიაზე მიწების მფლობელებს მერია მშენებლობებისთვის სტანდარტებს გააცნობს

5e2804f0c8ecc
ინგა მურუსიძე
22.01.20 12:18
817
კოჯრისა და შინდისის ტერიტორიაზე მიწების მფლობელებს მერია მშენებლობებისთვის სტანდარტებს გააცნობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ 11 არეალში შეაჩერა მშენებლობები იმისთვის, რომ ქაოტური განაშენიანების პრობლემები თავიდან ყოფილიყო აცილებული და აღნიშნული არეალების რიცხვში იყო სწორედ კოჯრის და შინდისის ტერიტორიები.

ამასთან, კალაძის თქმით, საუბარია რამდენიმე ასეულ ჰექტარ მიწაზე, რომელთა შესწავლაც მერიამ განახორციელა.

„ჩვენ გვინდოდა ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რათა თავიდან აგვეცილებინა ქაოტური განაშენიანება და არ მივიღოთ ისეთი უბნები, რომლებიც დღეს პრობლემურია და არავის მოგვწონს. არ არსებობს კანალიზაცია, გზა, არ არის საშუალება იქ იაროს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ეს იწვევს იქ მცხოვრები ადამიანების უკმაყოფილებას. ეს რომ არ მიგვეღო ზუსტად ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება 11 არეალზე შეგვეჩერებინა მშენებლობა, რათა ჩვენ თვითონ შეგვეთავაზებინა ბიზნესისთვის გეგმა, თუ როგორ იყო შესაძლებელი აღნიშნული ტერიტორიის განვითარება. სწორედ ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. დღეს კოჯრისა და შინდისის ტერიტორიაზე დამუშავებულია გეგმები, სქემები, დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები და მათი განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გააკეთა ურბანულმა სამსახურმა. კალაძემ სამსახურის უფროს გიორგი ებანოიძეს დაავალა  კომუნიკაცია დაიწყონ ბიზნესთან, სამშენებლო სექტორთან და მოსახლეობასთან, რომ მიეწოდოთ მათ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული მიწების განვითარება.