16.ნოემბერი .2021 00:00

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გაფართოებაში 20 მლნ ლარის ინვესტიციას დებს

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გაფართოებაში 20 მლნ ლარის ინვესტიციას დებს
views 2852
უკან

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ საწარმოო ხაზის გაფართოებაში მომავალ წელს 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-ს განუცხადა, დაგეგმილია ქარხნის ულტრათანამედროვე, ფრანგულ-იტალიური ჩამოსასხმელი ტექნოლოგიით აღჭურვა, რაც ერთ საათში 35 000 ბოთლის ჩამოსხმის შესაძლებლობას გააჩენს.

„მომავალ წელს სერიოზული გეგმები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ქარხანა ავაშენეთ, წარმადობა აღარ გვყოფნის, ამიტომ მომავალ წელს ვაკეთებთ დაახლოებით 20 მლნ ლარის ინვესტიციას, რაც სჭირდება მხოლოდ კოკა-კოლას ქარხანას. ულტრათანამედროვე, ფრანგულ-იტალიურ ჩამოსასხმელ ხაზს ვყიდულობთ. შესაძლებელი იქნება 35 000 ბოთლის ჩამოსხმა საათში.

ჩვენ ვერ ვდებთ დიდ ხელშეკრულებებს, რადგან წარმადობა არ გვყოფნის. ეს გვჭირდება სწორედ ამისთვის. გაფართოების მერე უფრო თამამად შევუტევთ დიდ ბაზრებს“, - აცხადებს ჭყონია.

"კოკა-კოლას" ულტრათანამედროვე ახალი ქარხანა ნატახტარში 2019 წელს გაიხსნა. პროექტში დაახლოებით 22 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა