მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოკა-კოლა QR კოდებით „ჯადოსნურ“ საახალწლო კამპანიას მართავს - როგორ უნდა მოხვდეთ Realmagic.ge-ზე

61a8a7bbab6a1
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 00:00
2776
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კომპანია კოკა-კოლას გლობალურ კამპანია Real Magic-ს შეუერთდა. კოკა-კოლის ადგილობრივმა მწარმოებელმა 150 000 ლარის ინვესტიციით ვებგვერდი Realmagic.ge აამოქმედა და მომხმარებლის უშუალო ჩართულობით ჯადოსნური ახალი წლისთვის მზადება დაიწყო.

კამპანიაში ჩართვა მომხმარებელს უბრალოდ კოკა-კოლის შეძენით და მასზე დატანილი QR კოდის გამოყენებით სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე მოხვედრით სასიამოვნო წინასაახალწლო განწყობის შექმნა შეუძლია.

BM.GE-სთან საუბრისას "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მარკეტინგის დირექტორი გოგა რობაქიძე განმარტავს, რომ ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, დღეს მომხმარებელთა ურთიერთობისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, შესაბამისად "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც" ახალ მიდგომებს აქტიურად იყენებს.

„Real Magic-ის პლატფორმაზე მოხვედრისას მომხმარებელს დახვდება ცნობილი ინფლუენსერების საახალწლო მილოცვები, ასევე მისალოცი ბარათების დიზაინები, სადაც ნებისმიერ ადამიანს ტექსტის აკრეფა და მისთვის სასურველი ადრესატისთვის გაგზავნა შეუძლია; ამასთან, პლატფორმაზე SpotiFy-ს საახალწლო Playlist-ებია, რომლის მოსმენა მომხმარებელს უფასოდ შეუძლია; აქვეა ცნობილი შეფ-მზარეულების დამზადებული საახალწლო კერძების რეცეპტები“, - აღნიშნავს გოგა რობაქიძე.

დღეისთვის საახალწლო „ჯადოსნური“ კამპანიის ფარგლებში სპეციალური QR კოდი მილიონობით კოკა-კოლის ბოთლზეა დატანილი. მომხმარებელს საახალწლო ციფრულ სამყაროში მოხვედრა 14 იანვრამდე, ანუ ძველით ახალ წლამდე შეეძლებათ. თუმცა კოკა-კოლას „ჯადოსნური“ კამპანიის დასრულების შემდეგ კომპანიაში ამ მიმართულებით განვითარებას და მისი საგანმანათლებლო მიზნებით დატვირთვას გეგმავენ.

„აქ შესაძლებელია ბევრი საგანმანათლებლო პროექტი ჩაეშვას. მაგალითად QR კოდების მეშვეობით ინფორმაცია ხელმისაწვდომი გავხადოთ სტუდენტებისთვის, ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის და ა.შ. კომპანიას გლობალურად ბევრი საგანმანათლებლო ფუნქცია გააჩნია, რაც ბიზნესსექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. მაგალითისთვის ავიღოთ - როგორ მუშაობს რითეილ სექტორი, მაღაზიები, საახალწლო კამპანიის დასრულების შემდეგ მომხმარებელი და დაინტერესებული პირი QR კოდზე დანათებით ამ ინფორმაციის მიღებას შეძლებს - როგორია სავაჭრო ქსელის მოწყობის წარმატების ფორმულა. პლატფორმის განვითარების ფარგლებში აქ განთავსდება, როგორც ვიდეო, ასევე საინფორმაციო მასალა", - განაცხადა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მარკეტინგის დირექტორმა გოგა რობაქიძემ.