მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელი თებერვლიდან მგზავრობის ტარიფები იცვლება - გაყიდულია 3 188 აბონემენტი

61f3ed0519aae
ინგა მურუსიძე
30.01.22 17:56
2372
1-ელი თებერვლიდან, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ტარიფები იცვლება, ამოქმედდება სააბონემენტო სისტემაც. მოქალაქეებს 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტების შეძენა მეტროს სალაროებში, ასევე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში 5 იანვრიდან შეუძლიათ.

იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე აბონემენტს არ აიღებს, ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება მისთვის 1-ელი თებერვლიდან 1 ლარი იქნება, ნაცვლად აქამდე არსებული 0.50 ლარისა.

თბილისის მერიაში bm.ge-ს უთხრეს, რომ 5 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში გაყიდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის 3 188 აბონემენტი, თუმცა კლასიფიკაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

აღსანიშნია, რომ მოქალაქეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სარგებლობას მეტრომანებით და საშეღავათო პირობებით, რომელიც აქამდე მათთვის იყო გათვალისწინებული.