მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომენდანტის საათი კლავს ტურიზმს" - ალექსანდრე გიორგიძე მთავრობას მიმართავს

603f34464bbba
ინგა მურუსიძე
03.03.21 11:12
681
გიდი ალექსანდრე გიორგიძე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს. სოციალურ ქსელში facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ის 8 კონკრეტული პუნქტის შესრულებას ითხოვს, რათა ტურიზმი აღდგეს.

„კომენდანტის საათი კლავს ტურიზმს! ის უნდა გაუქმდეს!

მარტში 2 ჯავშანი მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრემა იცოდნენ შეზღუდვების შესახებ. გავგიჟდი სიხარულით, ჩემი მოანატრებული საქმე, 1 წელი ლოდინი...

შევუდექით ტურის განრიგის შეთანხმებას. კი ვიცოდი საბოლოოდ არ შედგებოდა, მაგრამ მაინც მოვეჭიდე ხავსს. საბოლოოდ გადავიტანეთ ზაფხულისთვის, არავინ ჩამოვა ასეთ პირობებში.

ზღაპარია ახლა ტურიზმი ამ პირობებში, ის არ აღდგება იქამდევ, ვიდრე:

1. არსებობს კომენდანტის საათი!
2. სანამ ქვეყანა არ გახდება კოვიდ უსაფრთხო (ვაქცინა);
3. სანამ არ არსებობს კონკრეტული პროტოკოლები, რას ვაკეთებებთ თუ ტურის პროცესში კოვიდი დაუფიქსირდა?
4. თუ არ გაიხსნება სახმელეთო საზღვრები.
5. ყველა აეროპორტში და ძირითად სასაზღვრო პუნქტებზე არ ამოქმედდება კოვიდ ცენტრები.
6. კორორტებზე ვერ ხერხდება კოვიდ ტესტირება!
7. რეგიონებში მოუწესრიგებელია ტესტირებები. (პირადი მაგალითი მაქვს)
8. ეკონომიკის მინისტრს რკინის ქალამნები უნდა ეცვას და დადიოდეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებზე!

და ეს ყველაფერი ელემენტარული მოსაგვარებელია თუ იქნება ნება და სწორი მენეჯმენტი. სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს.

P.S. კი ბატონო, ჩემი კოლეგების ნაწილი იმედიანადაა, კი იქნება რაღაც რაოდენობა, მაგრამ ძალიან ცოტა... ამიტომ ნუ ხართ ჩუმად. კომენდანტის საათი კლავს თქვენს საქმეს! სხვა დანარჩენიც, მაგრამ ეს ყველაზე მეტად. აღდგება ტურიზმი, ეკონომიკაც ცოტა ამოისუნთქებს. მოხსენით“, - წერს გიორგიძე.

ცნობისთვის: 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.7 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.3%.