საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ე.წ. კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევას ითხოვს. შესაბამისი საჯარო განცხადება მათ ჯერ კიდევ 26 თებერვალს გაავრცელეს, მაგრამ მათ მოწოდებას მთავრობისგან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ საკითხზე მთავრობისგან უკუკავშირი ამ დრომდე არ მიუღიათ. ლევან ვეფხვაძე BM.GE-ისთან საუბარში ამბობს, რომ "ალბათ თვითონ მთავრობაში მიდის დალაგების პროცესი და "ბიზნეს ასოციაცია" ელოდება, როდის რა იქნება".
„განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ და იმედი გვაქვს, შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება; რაც შეეხება თავად კომენდანტის საათს, გარკვეული ბიზნესსაქმიანობა პირდაპირაა მიბმული კომენდანტის საათთან, ნეგატიური კალიბრით. ერთია, როცა ბიზნესს აძლევ შესაძლებლობას, რომ გაიხსნან, მეორეა ის პრობლემა, რაც მათ ოპერირებას უკავშირდება; როცა ბიზნესი დახურულია, იჯარას არ იხდის, ხოლო როცა გახნილია - იხდის. თუ ბიზნესის საქმიანობის დრო შეზღუდულია, ზოგიერთ ბიზნესს ურჩევნია დახურული იყოს, ვიდრე გაიხსნას, რადგან ასეთ შემთხვევაში, იმ ოდენობის ხარჯები მაინც არა აქვს, რაც გახსნის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს. თუ ეკონომიკა გავხსენით, ალბათ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ამ კომპანიებმა არა მხოლოდ ფორმალურად მიიღონ გახსნის უფლება, არამედ რეალურად შეძლონ საქმიანობა და მოახერხონ იმ შემოსავლის გენერირება, რომელიც ხარჯებს მოემსახურება. აქ საუბარი არ არის მოგებაზე ან მნიშვნელოვან შემოსავლებზე; საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კომპანიები გადარჩნენ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ინფორმაციითვის: 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აიკრძალა. "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს.
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი