მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება - ჯანდაცვის მინისტრი

605d96d6ec5d3
სალომე მეცხვარიშვილი
26.03.21 12:08
2702
კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოზურგეთში განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ კომენდანტის საათის მოხსნის საფუძველი და ფუფუნება საქართველოს არ აქვს.

“პანდემია ისევ არის საქართველოში, როგორც მსოფლიოში. სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს შეზღუდვების მნიშვნელოვანი გამკაცრებები, როცა საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი შემსუბუქება. მე ვთქვი, რომ გურიის რეგიონში საყურადღებოა ეპიდვითარება და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავივლით და მათ მივცემთ რეკომენდაცაციებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რომ შემდგომში გურიაში არ მოხდეს გამკაცრება”,- აცხადებს ეკა ტიკარაძე.