მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომენდანტის საათის“ მოქმედების დრო 1 საათით შემცირდა

60b5e1975e256
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.21 11:28
5556
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდა და დღეიდან გადაადგილების შეზღუდვა 23:00 საათიდან 4:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან კომენდანტის საათის შემსუბუქების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა დღეიდან იქნება 23:00 საათიდან 4:00 საათამდე. უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

კითხვაზე - გავრცელდება თუ არა შეზღუდვის შემსუბუქება დანარჩენ მოქალაქეებზე მან ასე უპასუხა: „შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის, მაგრამ ვრცელდება ყველაზე“.