დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ლაბაძის შეფასებით, „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივ აირზე კომერციული ტარიფის 86 თეთრიდან 1.10 ლარამდე იზრდება, მოსახლეობისთვის სხვადასხვა მომსახურებასა თუ პროდუქტზე გაზრდილ ფასებში აისახება. ამის შესახებ ლაბაძემ bm.ge-ის თემის კომენტირებისას განუცხადა.
„გაზის ღირებულების გაძვირება იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც თბილისშია, პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ გვაქვს სხვადასხვა კითხვა. ზოგადად თუ "თბილისი ენერჯის" დოლარის კურსიდან გამომდინარე გაზის საფასური გაეზარდა, ეს მთლიან მოხმარებაზე მოხდა, სადაც ფიზიკური პირებიც შედიან და ბიზნესებიც. ამიტომ ვსვამთ კითხვას - ეს გადაწყვეტილება გარკევუწლილად დისკრიმინაციული ხომ არ არის, რადგან მოხმარების საფასური მხოლოდ ბიზნესისთვის გაძვირდა?
მეორე საკითხია ის, რომ პურის სექტორს არ გაუძვირეს გაზი, რათა პროდუქცია არ გაძვირებოდათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვისაც შეეხო ტარიფის ცვლილება, გარდა პურისა, მათ წარმოებული პროდუქცია გაუძვირდებათ და ეს ბევრ რამეზე, მათ შორის ფასებსა და მომხმარებელზეც აისახება“, - განაცხადა ლაშა ლაბაძემ.
როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი ენერჯიმ“ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო და გაზის ტარიფი მხოლოდ კომერციული სექტორისთვის გაზარდა, მოსახლეობას გაძვირებული გაზის არაპირდაპირი გზით დაფარვა მოუწევს.
„ვხედავთ გარკვეულ დისკრიმინაციას, იმაში რომ მხოლოდ ბიზნესს გაეზარდა ბუნებრივი აირის ტარიფი. გვესმის, რომ მოსახლეობისთვისაც რომ გაძვირებულიყო, სოციალურ პრობლემას წავაწყდებოდით, მაგრამ არაპირიდაპირ მათაც გაეზარდათ, რადგან თუ ტარიფი გაიზრდება, ეს ფასებშიც აისახება.
შეიძლება, კონკრეტულმა ფიზიკურმა პირებმა გაზის გაზრდილი გადასახადი არ გადაიხადონ, მაგრამ მათ ეს უნდა გადაიხადონ გაძვირებულ პროდუქტში არაპირდპაირი გზით“, - განმარტა დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა