20.იანვარი .2020 20:39

კომერციული ბანკები რეგულაციების შეცვლის მოლოდინში არიან

views 217
უკან

კომერციული ბანკები რეგულაციების შეცვლის მოლოდინში არიან. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრემიერ გიორგი გახარიასგან დავალება სავალუტო სესხების 200 ათას ლარიანი ლიმიტის ასი ათას ლარამდე შემცირების შესახებ გასული წლის ნოემბერში მიიღო. განიხილებოდა ასევე ზღვრების გაზრდა, რომლებიც დაწესებულია თითოეული მსესხებელისთვის. ეს ზღვრები ადგენს, თითოეული მსესხებლის შემოსავლის რა პროცენტი შეიძლება იყოს მიმართული სესხის მომსახურებისთვის.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამობს, რომ მათი მხრიდან ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკისთვის მიწოდებულია ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის მათი შენიშვნები და რეკომენდაციები.

“იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი უნდა იყოს ინიცირებული და საპარლამენტო სესიაზე გატანილი, ახლა შესვენების პერიოდიც ემთხვევა და ამან უზრუნველყო, რომ გადაიწია დროში ცვლილებებმა.

აღნიშნული ცვლილება(სესხის ლიმიტის ჩამოწევა) მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეულ ეტაპზე აფერხებს სესხის გაცემას ჰეჯირებული მსესხებლებისთვისაც კი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ პირს შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, გვიწევს გავცეთ სესხი ლარში, რაც კიდევ ქმნის გარკვეულ სავალუტო რისკებს.

200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირება 100 ათას ლარამდე, იქნება უფრო ტექნიკური პრობლემების გადაჭრა”,- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.