საქართველოს ყველა კომერციულმა ბანკმა 2019 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინა. ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან პირველ ადგილზე კვლავ "თიბისი ბანკია", რომლის აქტივების ღირებულებამაც 18 მილიარდი ლარი შეადგინა, წმინდა მოგების მხრივაც პირველ ადგილზე "თიბისი ბანკია", რომლის მოგებამაც 2019 წელს 392 მილიონი ლარი შეადგინა. რეიტინგში 17-მილიარდიანი აქტივებით მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკია". "საქართველოს ბანკის" მოგება 2019 წელს 390.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
აქტივების ზომით უმსხვილესი ბანკების სამეულს 2.1-მილიარდიანი აქტივებით "ლიბერთი ბანკი" ასრულებს; წმინდა მოგების მხრივ კი, საბანკო სექტორში 2019 წელს მესამე ადგილზე "კრედო ბანკი" იყო, რომელმაც 27.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ფინანსურ ზარალზე მხოლოდ ორი - "სილქ როუდ" და "პაშა ბანკებია". "პაშა ბანკის" ზარალი 2019 წელს 8 მილიონი ლარი იყო, "სილქ როუდ ბანკის" ზარალი კი, 210 ათასი ლარი იყო.
გასული წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკის მოგება კი 22 მლნ ლარი იყო.
კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მხრივ:
1 "თიბისი ბანკი" - 392,114,132 ლარი;
2 "საქართველოს ბანკი" - 390,435,262 ლარი;
3 "კრედო ბანკი" - 27,699,088 ლარი;
4 "ლიბერთი ბანკი" - 26,832,117 ლარი;
5 ბაზისბანკი - 24,830,002 ლარი;
6 "პროკრედიტ ბანკი" - 23,131,243 ლარი;
7 "ქართუ ბანკი" - 22,449,122 ლარი;
8 ტერაბანკი - 20,241,573 ლარი;
9 "ვითიბი ბანკი" - 13,656,751 ლარი;
10 "ხალიკ ბანკი საქართველო" - 7,647,408 ლარი;
11 "იშ ბანკი საქართველო" - 5,807,767 ლარი;
12 "ზირაათ ბანკი საქართველო" - 3,471,759 ლარი;
13 "ფინკა ბანკი საქართველო" - 3,398,621 ლარი;
14 "სილქ როუდ ბანკი" - მინუს 210,554 ლარი;
15 "პაშა ბანკი საქართველო" - მინუს 8,209,436 ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო