26.თებერვალი .2016 10:55

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებისა და დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

views 1127
უკან

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 176.1 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით შემცირდა) და 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 129.6 მლნ ლარით (2.3 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 305.7 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა).
 
ეროვნული ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.4 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.2 მლრდ ლარის (5.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 8.5 პროცენტით ნაკლები).

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.23 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.47 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 198.7 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე იანვარში დეპოზიტების მოცულობა 0.9 პროცენტით შემცირდა). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 323.0 მლნ ლარით ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 124.3 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირებამ 3.7 პროცენტი შეადგინა).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 28.66 პროცენტი შეადგინა - პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით 1.87 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.22 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.4 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა