ეროვნულმა ბანკმა ის მოთხოვნები დააზუსტა, რასაც პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკში დანიშნული სპეციალური მმართველი უნდა აკმაყოფილებდეს.
ცვლილება „სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში შევიდა.
ცვლილებით დაზუსტდა, რომ სპეციალური მმართველი უნდა იყოს დამოუკიდებელი მესამე პირი და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც რეზოლუციის მიზნების მიღწევის ეფექტურობას საფრთხე ემუქრება, შეიძლება სპეცმმართველი იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სებ-ს შეუძლია რეზოლუციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ერთი ან რამდენიმე სპეციალური მმართველი დანიშნოს.
ასევე დაზუსტდა, რომ სპეციალურ მმართველს უნდა ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი. უნდა ჰქონდეს ლიდერული და ეფექტური კომუნიკაციის უნარები. კერძო სექტორში კრიზისის მართვისა და ბიზნესის რესტრუქტურიზაციის გამოცდილება კი, უპირატესად ჩაითვლება.
კრიზისულ ვითარებაში მყოფი ბანკებისთვის ლიკვიდაცია/გაკოტრების პროცედურებისგან განსხვავებული ახალი ჩარჩო - “გაჯანსაღებისა და რეზოლუციის” სისტემის დანერგვა სებ-მა 2020 წლიდან დაიწყო. აღსანიშნია, რომ ამ დრომდე არც ერთი ბანკის არ გადასულა რეზოლუციის რეჟიმში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი