მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისია: სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა საგანგებო რეჟიმის დროს სრული დატვირთვით უნდა იმუშაონ

5e76404326956
BM.GE
21.03.20 20:25
939
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მუშაობდეს და სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეს მოსახლეობას - კომუნიკაციების კომისია მობილური და ფიქსირებული მომსახურეობების მიმწოდებელ კომპანიებსა და მაუწყებლებს მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრული დატვირთვით იმუშაონ.

"კომუნიკაციების კომისია საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ არსებულ ვითარებაში, სატელეკომუნიკაციო სფეროზე შეზღუდვები არ ვრცელდება. პირიქით, ყველა კომპანიამ მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა იმუშაოს, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს წვდომა სატელეკომუნიკაციო სერვისებზე, რათა მუდმივ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია და საჭირო რეკომენდაციები.

აქვე, კომუნიკაციების კომისია მიმართავს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, გაატარონ ყველა პრევენციული ზომა, რათა ტელეკომ სფეროში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული",- ნათქვამია განცხადებაში.