მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტების სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

63234fa7ba7ce
BM.GE
15.09.22 22:00
547
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე“ იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წევრებს საკითხები განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და შედეგად ეკონომიკის შემცირება განაპირობა თუმცა, გასული წლის მეორე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო და ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 10,4% შეადგინა.

„2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, სადაც პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდებოდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იქნებოდა 70%-ის ფარგლებში თუმცა, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი ინფორმაციით, ჯამში, შვიდ თვეში, ეკონომიკური ზრდა 10,7%, შეადგინა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაზრდილიყო წლიური პროგნოზი 8,5%-მდე.

რა ცვლილებები შედის 2022 წლის ბიუჯეტში? - პრემიერი ცვლილებების მიზნობრიობას ასახელებს