მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა მედიისთვის ფინანსური შეღავათების დაწესების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

623981fa9e885
მარიამ ვარადაშვილი
22.03.22 13:04
607

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “ლელოს” მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებს გულისხმობს, მხარი არ დაუჭირა.
 

კერძოდ, კანონპროექტი მედიასაშუალებების მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებას გულისხმობს. განმარტებითი ბარათის თანახმად, დაზოგილი თანხები შეიძლება მოხმარდეს დაგროვილი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას, ახალი ტექნიკური აღჭურვილობის ან/და პროგრამების შესყიდვას, თანამშრომელთა ტრეინინგს და სხვა.  

“კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათები, ცხადია, გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას, თუმცა, არცთუ დიდი ოდენობით. გადარჩენილი სიკეთე - ქართული მედიის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქართულ დემოკრატიას, საქართველოს მოსახლეობას ბევრად მეტი უღირს, ვიდრე ის საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც ესოდენ მძიმე ტვირთად აწევს მედიას”,-წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-გან. მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტორონული მედია.

განმარტებითი ბარათის თანახმადვე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაახლოებით 25 მლნ ლარს დაკარგავს. 

“იმ სუბიექტების მიერ გადახდილი დღგ და მოგების გადასახადები, რომელთაც ეხებათ წარმოდგენილი კანონპროექტი ჯამში არის 24,935,499.4 ლარი. შესაბამისად, იმ დაშვებით, რომ ზემოაღნიშნული სუბიექტების შემოსავალი არ შემცირდება წინა წელთან შედარებით, სწორედ აღნიშნული მოცულობის მოგების გადასახადისა და დღგ-ს სახით გადახდილი თანხები მოაკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. რაც შეეხება მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ის შემცირდება 22,766,663.9 ლარის 19%-ის ოდენობით”,-წერია განმარტებით ბარათში.