მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

5f575317539fd
ინგა მურუსიძე
08.09.20 13:50
1596
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონის პროექტი კომიტეტზე დღეს განიხილეს.

როგორც კანონპროექტშის განმარტებით ბარათში წერია, საქართველოში პირველად იქმნება საქართველოს კანონი „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“, რომელიც დაადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის და განსაზღვრის წესს.

კანონპროექტის შესაბამისად, მინიმალური ხელფასის ოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ანუ მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად გადაიხედება.

კანონპროექტი ადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასად არ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წინა წლის მე-3 კვარტალში დადგენილი საშუალო ანაზღაურების 45%- ზე ნაკლები.

კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დაადგენს როგორც ყოველთვიურ ანაზღაურებას იმ პირებისათვის ვინც სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულნი, ასევე საათობრივ ანაზღაურებას იმ პირებისათვის, ვინც არ არიან სრულ განაკვეთზე დასაქმებულნი.

კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე კენჭი უყარეს, მას ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი აღმოაჩნდა.