გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.
კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. სხდომაზე იგი პრინციპების დონეზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა გოგი მეშველიანმა გამოიტანა და კოლეგებს მისი მიღების მიზეზებსა და მიზნებზე ესაუბრა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ზოგადად კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულებების გადავადებას ეხება და კანონპროექტი გამარტივებული წესით იხილება. კანონპროექტის არსი ისაა, რომ გარკვეული ვალდებულებები 2020 წლის 1 იანვრის ნაცვლად გადავადდება 2025 წლის 1 იანვრამდე, ვინაიდან გაირკვა, რომ მეწარმეები ფაქტობრივად მზად არ არიან ამ ვალდებულებების შესასრულებლად.
ამგვარად, კანონპროექტის მიღებით იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წელიწადში წარმოიქმნება 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა; მაგ: საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიებზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების სახელოსნოების საქმიანობა, ხე-ტყის პირველადი დამუშავების სახერხი ობიექტების, ასევე, სადურგლო საქმიანობა და სხვ).) და 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი, შესაძლებლობა ექნებათ 2025 წლამდე მოემზადონ უკვე მოქმედი კოდექსის მე- 14, მე-15 და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის, რომლებიც კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას და ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგებას ეხება.
კომიტეტის მიერ გავრცელებულ რელიზში საუბარია, რომ ეს კომპანიები ჯერ კიდევ არ არიან მზად სრულად განახორციელონ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, როგორიცაა კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნა, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა, აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ნარჩენების კოდექსის ჩარჩო მოთხოვნები ვრცელდება ყველა ნარჩენის წარმომქმნელზე. ის კომპანიები, მიუხედავად იმისა რომ მათი საქმიანობის შედეგად წარმოექმნებათ 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი, ან 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი, ვალდებული არიან თავიანთი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები მართონ ნარჩენების მართვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეუსრულებლობის შემთხვევაში მათთვის განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები. თუმცა, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებით ამ კომპანიებზე კანონის ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულებები არ გავრცელდება, მათ, შესაბამისად, არ შეეხებათ კანონის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებიც.
კახა კუჭავას ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა მთავრობასთანაც და გადავადების 5-წლიანი ვადა გონივრულად იქნა მიჩნეული. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კომპანიები შეძლებენ ამ ვადაში სათანადო მომზადებას შესაბამისი ვალდებულებების შესასრულებლად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე