მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა საქსტატის საბჭოს წევრობაზე რეკომენდაცია გოგიტა თოდრაძეს გაუწია

6267c0a78302a
მარიამ ვარადაშვილი
26.04.22 14:00
576
პარლამენტის ეკონომიკისა და დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა საქსტატის საბჭოს წევრობაზე გოგიტა თოდრაძის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.

კომიტეტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრობაზე ორ კანდიდატურას მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძესა და ალექსანდრე არაბულს მოუსმინა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, სხდომის და დასასრულს გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომელშიც სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ათმა წევრმა მიიღო მონაწილეობა და ათივემ მხარდაჭერა გოგიტა თოდრაძეს გამოუცხადა.

გახდება თუ არა თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრი ამას პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტენ.