მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ასკანელის“ გზა წარმატებისკენ და პარტნიორობა Kairos Logistics-თან

63482a51d2589
BM.GE
13.10.22 18:48
969
ქართულ საექსპორტო საქონელში ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ამ დარგში არის „ასკანელი“, რომელიც დაარსდა 1998 წელს ძმები ჩხაიძეების მიერ. სულ ახლახანს, „ასკანელი პრიმა“ აშშ-ში Sommelier Choice Awards-ზე საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. ოქროს მედლით ასევე დაჯილდოვდნენ ღვინოები - „საფერავი პრემიუმი“ და „ასკანელი მუზა“.

„ასკანელის“ წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ექსპორტის განხორციელება სანდო კომპანიასთან თანამშრომლობით, ასეთად აირჩიეს „Kairos Logistics“, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს.

კომპანია „ასკანელის“ ღვინის ტექნოლოგმა გიგო ლებანიძემ BMG-ისთან ინტერვიუში ისაუბრა იმ საჭიროებებზე, რომელიც ღვინის პროდუქციის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

- რომელ ქვეყნებში ახორციელებთ „ასკანელის“ ღვინის ექსპორტს და რა რაოდენობით? ღვინის გარდა, კიდევ რომელ სასმელს სთავაზობთ უცხოეთის ბაზარს?

- კომპანიის ალკოჰოლური სასმელების წლიური წარმადობა 13 მლნ ბოთლია, საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენს: აშშ, ლიეტუა, ლატვია, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ინგლისი, უკრაინა, ჩინეთი და ა.შ... კომპანია აწარმოებს როგორც ღვინოს, ასევე ბრენდის ჭაჭას, ცქრიალა ღვინოსა და ხილის დისტილატს. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

- როდის დაიწყო თქვენი და Kairos logistiсs-ის პარტნიორობა და რომელია ის ფაქტორები, რის გამოც აირჩიეთ აღნიშნული ლოგისტიკური კომპანია?

- კომპანია „ასკანელისა“ და Kairos logistiсs პარტნიორობა ხუთი წელია მიმდინარეობს. ლოგისტიკური კომპანიის მხრიდან სტაბილურობა და ერთგულება განაპირობებს ჩვენს მრავალწლიან თანამშრომლობას. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგეგმება კომპანიის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, შესაბამისად, იზრდება ტვირთის ტრანსპორტირების მოთხოვნაც. პროდუქტიულობაც და ჩვენი ცნობადობაც იზრდება სხვა ქვეყნებში, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს. ჩვენთვის პრიორიტეტულია უსაფრთხოება და ტვირთის დაზიანების რისკების შემცირება. Kairos Logistics-ი გვთავაზობს ისეთ პირობებს, რის გამოც ვანდობთ ქართული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BMG-სთან ინტერვიუში კითხვებს "კაიროს ლოგისტიკის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა უპასუხა:

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ღვინის სეგმენტი თქვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარეობს ტვირთის ტრანსპორტირების პროცესი და როგორ იცავთ უსაფრთხოების ზომებს?

- დაარსებიდან, ჩვენთვის პრიორეტეტული იყო ღვინის სეგმენტი, ვხედავდით პოტენციალს და ამასთანავე, სასიამოვნოა როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დახლზე ან რესტორანში გხვდება ქართული ღვინო, კიდევ უფრო სასიხარულოა, როდესაც შენმა კომპანიამ უზრუნველყო მისი ტრანსპორტირება. ტვირთის ექსპორტს ვახორციელებთ, როგორც სახმელეთო და სარკინიგზო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვების მეთოდით. სასმელი პროდუქტები სენსიტიური ტვირთების სიაშია, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ტრანსპორტში მისი სწორად დატვირთვის პროცესს, ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ყველანაირი დამხმარე, დამჭერი და მყარი კონსტრუქციის მქონე ინვენტარით, რომელიც ტვირთის დაფიქსირებას ხელს უწყობს. ამასთანავე, თითოეულ ასეთ ტვირთს კომპანია “ალდაგში” ვაზღვევთ უნიკალური სადაზღვევო პაკეტით.

R