მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა

633bd4a8799c1
BM.GE
04.10.22 11:00
726
"აზრი" ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის კომპანიებს სთავაზობს კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტას და სრულ IT მხარდაჭერას.

პროექტის შესახებ:

„აზრი, როგორც მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში მყოფი, მაღალი მისწრაფებების მქონე კომპანია მუდმივად ცდილობს არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. დღევანდელი გამომწვევებიდან გამომდინარე, მათ შორის უმნიშვნელოვანესია IT უსაფრთხოება.
აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვეძლიერებინა ინფორმაციული უსაფრთხოება და მიგვეღო შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი. ყველაზე ოპტიმალური მათ შორის ISO 27001 აღმოჩნდა.“ - დავით ჯაფარიძე, კომპანია აზრის დირექტორი, თანადამფუძნებელი.

ISO 27001 სერტიფიკატის მიღება ორმხრივად სასარგებლო პროცესია, როგორც შიდა ორგანიზაციული საქმიანობისთვის, აგრეთვე კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას. პირველ რიგში ISO 27001 დანერგვისას შეფასდა კომპანიაში არსებული მდგომარეობა, მოხდა პროცესების გადახედვა, ოპტიმიზაცია და გამარტივება; დაიწერა, შეივსო და გააუმჯობესდა პროცედურები და პოლიტიკები.

რაც შეეხება პროექტის ეტაპებს:
1. ჩატარდა პირველადი აუდიტი, შეფასდა არსებული სიტუაცია, გამოიკვეთა საჭიროებები და გასაუმჯობესებელი საკითხები.
2. მომზადდა სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად განხორციელდა ყველა ის ცვლილება რომელიც საჭირო იყო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლისთვის.
3. შეიქმნა სხვადასხვა მარეგულირებელი დოკუმენტაცია, შეფასდა რისკები ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციული აქტივისათვის, ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები ყველა თანამშრომლისათვის
4. ბოლო ეტაპზე ჩატარდა საბოლოო აუდიტი შედეგების შესაფასებლად. ამის შემდგომ მოწვეული იქნა მასერტიფიცირებელი კომპანიის აუდიტორი, რომელმაც შეაფასა სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი პროცესები და გასცა ISO 27001 სერტიფიკატი.


“ISO 27001 სერტიფიკატი, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტი სამომავლოდ დაგვეხმარება გავამარტივოთ კლიენტებთან ურთიერთობის პროცესი, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კითხვები, დავზოგოთ კლიენტებისა და პარტნიორების დრო და რესურსები და გავუმარტივოთ მათ აზრთან თანამშრომლობა“, - ზვიადი კუკავა - კომპანია აზრის კონსულტანტი IT უსაფრთხოების საკითხებში.

დამატებითი დეტალებს პროექტის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

R