20.აპრილი .2020 20:00

კომპანია Disney 100,000-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს აღარ გადაუხდის

კომპანია Disney 100,000-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს აღარ გადაუხდის
views 455
უკან

მიმდინარე კვირიდან Walt Disney 100,000 მეტ თანამშრომელს ხელფასს აღარ გადაუხდის, რადგან კომპანიის თემატური პარკები კორონავირუსის პანდემიის გამო ისევ დაკეტილია აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია Disney აღნიშნული გადაწყვეტილებით თვეში 500 მილიონამდე აშშ დოლარს დაზოგავს. Disney აცხადებს, რომ თანამშრომლებს აუნაზღაურებელი შვებულების დროს ჯანდაცვის პაკეტები უცვლელად შეუნარჩუნდებათ.

გასულ თვეში Walt Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა აღნიშნა, რომ ის უარს აცხადებდა საკუთარ ხელფასზე მანამ, სანამ კორონავირუსის პანდემია არ დასრულდებოდა. აიგერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორია გართობის სექტორში - მან გასულ წელს 47.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

როგორც აიგერი ამბობს, მას შემდეგ, რაც პარკები სრული დატვირთვით გაიხსნება, ვიზიტორების ტემპერატურის შემოწმება პარკში შესვლის წესის ნაწილი გახდება.