მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ენკა რინიუებლზ” განცხადებას ავრცელებს

60b3b977c44db
BM.GE
30.05.21 20:07
1225

კომპანია "ენკა რონიუებლზ" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ: 

"კომპანია
 „ენკა რინიუებლზ“ კიდევ ერთხელ ეხმიანება გუმათის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ პროექტის დაწყების დღიდან ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს კანონისა და არსებული ნებართვების ფარგლებშირაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციითკომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდებაროგორც შესაბამისი 
სახელმწიფო სტრუქტურებისასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერსაერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით

ჩვენს შეშფოთებას იწვევსრომ ნამახვჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობასმუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშიყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. 


ნამახვანჰესის წინააღმდეგ ე.წმშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენსკომპანია ენკას“  აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგანპროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმასკომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა დასაქმიანობის  შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს ანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებასჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს და  პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა.  

ასევე, ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დღესაც, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ტყუილი, თითქოს, დაწყებულია კაშხლის მშენებლობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში. ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც გულისხმობს მხოლოდ  სადერევაციო გვირაბის მშენებლობას.

კომპანია „ენკა“ მოუწოდებს აქტივისტებსშეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებებირათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.


კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატშირათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

მედია საშუალებების წარმომადგნელებს კი მიმართავთ თხოვნით არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების დაძაბვას", - ნათქვამია განცხადებაში.