მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Facebook-ი ლოგოს ცვლის

5dc148205bd4e
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 14:40
1347
კომპანია Facebook ლოგოს ცვლის. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება რებრენდინგის ფარგლებში მიიღეს, რათა სოციალური ქსელის და კომპანიის ლოგოები ერთმანეთისგან  განსხვავებული იყოს. 



"დღეს ჩვენ კომპანიის ბრენდის განახლებას ვაწარმოებთ, რათა უკეთესად განიმარტოს ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ, რომელსაც Facebook-ი ქმნის", - აღნიშნულია განცხადებაში.



კომპანიას Facebook-ს  სოცქსელი Facebook, Messenger, Instagram, WhatsApp, Oculus, Workplace, Portal და Calibra-ც ეკუთვნის.

ცნობისთვის: Facebook და ამავე სახელწოდების სოციალური ქსელი 2004 წლის 4 თებერვალს მარკ ცუკერბერგმა დაარსა. კომპანიის სათავო ოფისია კალიფორნიაში მდებარეობს.