საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ფერი“ შემოუერთდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში სამშენებლო სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. როგორც ცნობილია, „ფერის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების, სხვადასხვა კონსტრუქციების, შენობა-ნაგებობების, საბაგიროების და სხვა ობიექტების მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015, რომელიც „ფერმა“ ყველა ტიპის ინდუსტრიული და სამოქალაქო შენობებისთვის საინჟინრო და საოპერატორო სერვისების წარმატებით განხორციელებაში მიიღო. კომპანიაში ასევე წარმატებულად ხორციელდება პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც OHSAS 18001:2007 ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს. ასევე საგულისხმოა, რომ კომპანიაში დანერგილია გარემოს მართვის სისტემა, რომელიც ISO 14001:2004-ის ყველა მოთხოვნას პასუხობს.
"მოხარულები ვართ, რომ სამშენებლო კომპანია „ფერი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა. უნდა აღინიშნოს, რომ „ფერი“ წარმატებით ახორციელებს მშენებლობის ყველა ეტაპს და არის ძალზედ საიმედო პარტნიორი. ასევე საგულისხმოა, რომ კომპანია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და კვალიფიციური გუნდით, რომელთა გამოცდილება ამ სფეროში 27 წელს ითვლის. ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრებს, რადგან გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ბიზნეს სექტორს კიდევ უფრო მეტი თანადგომა სჭირდება და ჩვენ მზად ვართ წარმოვადგინოთ და დავიცვათ ჩვენი წევრების ინტერესები“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა