29.სექტემბერი .2022 09:00

კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე

კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
views 363
უკან

ბიზნესის მართვის და აღრიცხვის სისტემების ბაზრის ერთ-ერთი პიონერი ჩვენს ქვეყანაში, კომპანია FINA, უკვე 11 წლისაა. საქართველოში შექმნილი და შესაბამისად, ადგილობრივ მოთხოვნა-საჭიროებებზე კარგად მორგებული FINA-ს პროდუქტები უკვე 5000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა ზრდაში და გაუმარტივა მართვის პროცესები. მომხმარებელთა სიაში არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Wendy's, Dunkin', Subway, ICI Paris, Voulez-Vous, Meama Collect, iTechnics, Iota Hotels, Castello Mare და მრავალი სხვა...

გასული 11 წლის განმავლობაში კომპანია FINA-მ 11-ზე მეტი პროდუქტი შექმნა, როგორიცაა: ბუღალტრული, HR, ვაჭრობის, სასაწყობე, დისტრიბუციის, კაფე-რესტორნის, მაღაზიის, სასტუმროს, ავტოსერვისის, სილამაზის სალონის, ესთეტიკური ცენტრისა და სტომატოლოგიური კლინიკის მართვის და აღრიცხვის პროგრამები.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს 2017 წლიდან ვაჭრობა-დისტრიბუციისა და კაფე-რესტორნის პროგრამებში ღრუბლოვანი (CLOUD) სისტემების დანერგვა, რაშიც კომპანია ერთ-ერთი პირველია. შეგახსენებთ, ქლაუდ ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ინტერნეტით წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, რომლებიც ინახება დაცულ სერვერებზე და ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ ვებ-ინტერფეისის საშუალებით. ბიზნესის გაციფრულების ეს მიმართულება ბოლო წლებში უკიდურესად აქტუალურია.

FINA-ს პროდუქტები ამარტივებს ბიზნესის მართვას და ხელს უწყობს მის განვითარებას. კომპანიაში ახალი პროგრამების შექმნა და არსებულთა სრულყოფა ტექნოლოგიური ევოლუციისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია FINA-ს თანამშრომელთა გუნდი იზრდება და მზადაა, კიდევ მრავალი წელი იყოს თქვენს სამსახურში.

R

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა