25.სექტემბერი .2021 15:00

კომპანია „გეოფლაუერმა“ ორგანული მთის ჩაის წარმოება დაიწყო

კომპანია „გეოფლაუერმა“ ორგანული მთის ჩაის წარმოება დაიწყო
views 290
უკან

კომპანია „გეოფლაუერმა“ ორგანული მთის ჩაის MONTEA-ს წარმოება დაიწყო და ოქტომბრიდან უკვე "აგროჰაბის" სამივე ფილიალში გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ძნელაძე bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, „გეოფლაუერს“ ორი - დასაყენებელი 80-გრამიანი და ერთჯერადი 40-გრამიანი პირამიდის ტიპის დაფასოება აქვს. რაც შეეხება სახეობებს, ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი შავი კლასიკური, მწვანე კლასიკური, შავი კლასიკური ბერგამოტითა და მწვანე კლასიკური ჟასმინის არომატით იქნება, ნოემბრიდან კი ხილისა და დეტოქს-ჩაიც დაემატება.

„დაფასოებული ჩაის წარმოება აგვისტოში დავიწყეთ, რომელიც ოქტომბრიდან პირველ ეტაპზე „აგროჰაბის“ თაროებზე, შემდეგ კი სხვა ქსელურ მარკეტებშიც გამოჩნდება. მოგეხსენებათ, ეს არის ორგანული მთის ერთი პლანტაციის ჩაი, საქართველოში პირველი კომპანია, რომელსაც ადგილობრივი ჩაი ორგანული სერტიფიცირებით აქვს, შესაბამისად პრემიალური პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასიც შედარებით მაღალი ექნება“, - განმარტავს „გეოფლაუერის“ დამფუძნებელი.

გოჩა ძნელაძე საექსპორტო გეგმებზეც საუბრობს, მისი თქმით, სავარაუდოდ უკვე 2022 წლის დასაწყისში ჩაი MONTEA-ს ექსპორტს უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში განახორციელებენ, შემდგომ კი გერმანიის ბაზარსაც აითვისებენ.

ინფორმაციისთვის, კომპანია „გეოფლაუერი“ 2000 წლიდან ხილსა და სამკურნალო მცენარეებს გადაამუშავებს, დაუფასოებული პროდუქტი კი ექსპორტზე გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთში, თურქეთსა და რუსეთში გააქვს.

"გეოფლაუერის" ჩაის პლანტაცია, რომლითაც ორგანულ ჩაის აწარმოებენ, ტყიბულის რაიონის სოფელ წნორში 20 ჰექტარზეა გაშენებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა