მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია HotelFriend-ი ქართველ ტუროპერატორებს მოსახერხებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

5e3ab404b14e1
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 12:21
1089
გერმანული კომპანია HotelFriend-ი ქართველ ტუროპერატორებს მაღალტექნოლოგიურ, ელექტრონული კომერციის პლატფორმას სთავაზობს, რომელიც ევროპულ ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

როგორც კომპანია აცხადებს, მკაცრი რეგულაციების გამო ევროკავშირის არაწევრი ტურისტული ოპერატორებისთვის ევროპულ ბაზარზე შესავლა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. HotelFriend-ი კი, მათ ახალ მოსახერხებელ, ადვილად მართვად, ჭკვიანურად შემუშავებულ პლატფორმას სთავაზობს, სადაც ისინი შეძლებენ ტურების გაყიდვას ევროკავშირის ამჟამინდელი კანონმდებლობის სრული დაცვით.

კომპანია აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე წარმატებით პოზიციონირება ნებისმიერი ზომის ტუროპერატორს შუეძლია, ეს მაშინ როდესაც თანამშრომლობა ტუროპერატორისგან რაიმე დიდ ინვესტიციებთან დაკავშირებული არ არის და მხოლოდ ტურის გაყიდვის შემთხვევაში, მინიმალური საკომისიო გადასახადია დაწესებული.

HotelFriend-ის გუნდის მიზანია, შექმნას ისეთი პლატფრომა, რომელიც მომხმარებლებს დროის დაზოგვაში დაეხმარება და ამავე დროს მიიღებს სწორედ ისეთ სერვისს, რომელიც მას სჭირდება.

კომპანია ასევე განმარტავს, თუ როგორ შეიძლება ტუროპერატორი სამიზნე აუდიტორიამდე მარტივად მივიდეს. HotelFriend-ი აცხადებს, რომ ამისთვის საკმარისია ტუროპერატორმა პორტალზე მოცემული კითხვარი სრულყოფილად შეავსოს და შედეგიც არ დააყოვნებს.

კომპანია HotelFriend-ი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სისტემაში სრულყოფილად არის დაცული როგორც - ტუროპერატორების, ასევე მომხმარებლების მონაცემები და გადახდებიც უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.