სულ ახლახან სამშენებლო კომპანია „ინსის" მიერ განხორციელებულ მრავალ საამაყო პროექტს კიდევ ერთი პროექტი შეემატა. კომპანიამ დაასრულა ქვეყნისა და დედაქალაქისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტის, გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით შესრულდა.
აღნიშნული პროექტი მოიცავდა ათეულობით შენობის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას. აშენდა 3 ახალი საცხოვრებელი სახლი, განახლდა ფასადები, გამოიცვალა სახურავები, გამაგრდა შენობების საძირკვლები, გარემონტდა შიდა სივრცეები.
ამავე პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გუდიაშვილის მოედანს. კერძოდ, განხორციელდა ტროტუარების კეთილმოწყობა. მიმდებარე შენობები განათდა თანამედროვე კომბინირებული სანათებით. ჩატარდა დენდროლოგიური სამუშაოები.
ზვიად თოიძე, კომპანია „ინსის" გენერალური დირექტორი: “გუდიაშვილის მოედნის პროექტი თავის არსით ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად თბილისისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვისაც, ვინაიდან რეაბილიტირებული შენობების უმეტესობა წარმოადგენს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს და პირდაპირპროპორციულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრებასთან. შესაბამისად, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით, მაქსიმალური სიფრთხილითა და პროფესიონალიზმით განვახორცილეთ სამუშაოები, რათა შეგვენარჩუნებინა ძეგლების ავთენტურობა.”
კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის საკითხებში, კიდევ ერთხელ დადასტურდა და ამის მკაფიო მაგალითი სწორედ თბილისის ახლად რეაბილიტირებული უბანია.
„ინსის" მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ორბელიანის მოედნის, კოტე მარჯანიშვილის ქუჩის, აღმაშენებლის გამზირის, ძველი თბილისში ბოტანიკურის ქუჩისა და მიმდებარე არეალის, ბარათაშვილის ქუჩის N10-12-ში მდებარე შენობის, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი “საქართველოს ბანკის” შენობის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროექტი. მათ შორის, ერეკლეს მოედნისა და ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ქალაქ თელავში.
სამშენებლო კომპანია „ინსი“ 2007 წელს დაარსდა და დღემდე ის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა ქვეყანაში, რომლის მიერ შესრულებული პროექტების რიცხვი 170-მდეა. კომპანიის მთავარი მიმართულებებია სამშენებლო, სარემონტო, სარეაბილიტაციო, კეთილმოწყობის, გამწვანების, გარე კომუნიკაციების, წყლის, კანალიზაციის, სანიაღვრე ქსელისა და საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოების განხორციელება.
განსაკუთრებულად მისასალმებელია, როდესაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო მსხვილი ბრენდები უწევენ პარტნიორობას. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითი კომპანია „ინსისა" და Toshiba Water Solutions-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმოა, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში და მესტიის რაიონში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას ახორციელებს. პროექტის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყო და შეთანხმების მიხედვით, 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.
მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების ერთობლივი საწარმო, Hill International-ის და Temelsu-ს, ხოლო მესტიის რაიონში კი - Posch&Partners GMBH მონაწილეობით. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, ემსახურება საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, ქალაქების უმრავლესობა არ არის აღჭურვილი ჩამდინარე წყლების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობებით და, შესაბამისად, ეს წყლები ჩაედინება საქართველოს მდინარეებში. სწორედ, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზეა ორიენტირებული ეს პროექტი, რომელიც, ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით.
ზვიად თოიძე, კომპანია „ინსი“- ს გენერალური დირექტორი: „აღნიშნული პროექტების განხორციელება ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების ქსელების მოწყობასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში გვაქვს დიდი გამოცდილება, ამ მასშტაბის წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას პირველად ვახორციელებთ. 2019 წელს ჩამოვაყალიბეთ ერთობლივი საწარმო, საერთაშორისო, ყველასათვის ცნობილ „ტოშიბას“ შვილობილ კომპანია „ტოშიბა ვოთერ სოლუშენ “ - თან ერთად.
მარნეულის და მესტიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო პროექტში, ჩვენი პარტნიორი პასუხისმგებელია ტექნოლოგიურ მხარეზე, კომპანია „ინსი“ კი - მშენებლობის ნაწილში. ჩვენ ვამაყობთ აღნიშნული პროექტებით, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც.“
წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობის კუთხით, კომპანია ახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტებს. ერთ-ერთი ასეთი ახლადდასრულებული პროექტია, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ არაერთი, ინოვაციური და წამყვანი ბრენდების ტექნოლოგიების გამოყენებით, მოაწყო თანამედროვე, ევროპული სტანდარტის წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. სწორედ აღნიშნული ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე, პროექტის ფარგლებში, რთული რელიეფის მიუხედავად, დაიძლია არსებული გამოწვევები, გამარტივდა და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია და მართვის კონტროლი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კომპანიის მიერ სულ ახლახანს დასრულდა, შპს „ტოიოტა კავკასია“- ს დაკვეთით ოფისის და სასაწყობე მეურნეობის შენობის მშენებლობაა.
პროქტის ფარგლებში მოეწყო შენობის რკინაბეტონის და ფოლადის კარკასი, სახურავი და ფასადები, ბეტონის ინდუსტრიული იატაკები, ელექტრომამარაგების, სუსტი დენების, განათების, ვიდეომეთვალყურეობის და დაშვების სისტემები. გაკეთდა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი გათბობა-გაგრილების და ხანძარქრობის სატუმბი სადგურის მილგაყვანილობის და დაშხეფების სისტემები.
ასევე, განხორციელდა სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიის შემოღობვა და კეთილმოწყობა, რაც გულისხმობს არსებული კომუნიკაციების მოწესრიგებასთან ერთად, ახალი კომუნიკაციების, ასფალტობეტონის, არმირებული ბეტონის საფარის და სასიარულო ბილიკების მოწყობას. ჩატარდა დენდროლოგიური სამუშაოები.
კომპანიის მიერ შესრულდა შენობის საყრდენი კედლების, მომსახურე შენობა-ნაგებობის, წყალკანალიზაციის სისტემების და დრენაჟის ქსელის მოწყობა. ალუმინის კომპოზიტური პანელებით მოპირკეთდა შენობის ფასადები.
კომპანია „ინსი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა ტიპის პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, როგორც ისტორიულ-კულტურული, ასევე ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. კომპანია მუდმივად ცდილობს, იყოს მოწინავე, სამშენებლო ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან თანხვედრაში.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო