მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „მეამა“-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა

5edb57d9432c5
BM.GE
06.06.20 12:28
4489
სავაჭრო ცენტრ „საბურთალოს სითი მოლში“ მაღალტექნოლოგიური, ქართული ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“-ს პირველი სივრცე გაიხსნა. მისი ისევე, როგორც კომპანიის სათაო ოფისის დიზაინი, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.

თანამედროვე ინტერიერში ხე, ქვა და მინა საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს, რომელსაც განათება და მცენარეები კიდევ უფრო გამორჩეულ იერს სძენენ. მაღაზიის კედლებზე განთავსებულია თაროები, რომელზეც განლაგებული ფერადი კაფსულები ინტერიერს მომხიბლველ ვიზუალს უქმნის.
სივრცეში „მეამა“-ს ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულების, ყავის აპარატების, წმინდად დაფქული ყავისა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი. “მეამა”- ს სივრცეში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნატურაური ყავა დააგემოვნოს, რაც პროდუქციის შეძენისას გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს .

„მეამა“ მომხმარებელს ევროპული და ამერიკული ფორმატის 15 განსხვავებულ ნაზავს მათ შორის 2 სახის უკოფეინო და 4 სახეობის წმინდად დაფქულ ყავას სთავაზობს.

თითოეული გემო პროფესიონალი ყავის ტექნოლოგების მიერ შეიქმნა და კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.


სივრცეში მომხმარებლებს შესაძლებობა ექნებათ მაღალ​კვალიფიციური​ კონსულტაცია მიიღონ და "მეამას" ელჩების დახმარებით შეარჩიონ მათთვის სასურველი ყავის კაფსულა, ადგილზე დააგემოვნონ და სურვილისამებრ შეიძინონ. MEAMA სივრცეში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ასევე ყავასთან დაკავშირებული აქსესუარები.

„მეამა“-ს კომერციული დირექტორი, მამუკა კავთელიშვილი თვლის, რომ მსგავსი, განსხვავებული კონცეფციის სივრცე სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის."დღეს გაიხსნა "მეამას" პირველი ბრენდული სივრცე, რაც ჩვენი კომპანიისთვის და ასევე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია.ხშირად გვეკითხებოდნენ თუ როდის გაიხსნებოდა ობიექტი, სად შეძლებდნენ ისინი "მეამა"-ს ყავის დაგემოვნებას და შეძენას. ეს სივრცეს გამორჩეულია ვიზუალით და განსხვავებული კონცეფციით, რაც მას საკმაოდ საინტერესოს ხდის. ​მინდა ყველა ყავის მოყვარულს მოვუწოდო ეწვიონ ჩვენს სივრცეს, დააგემოვნონ ნატურალრი ყავა და შეიძინონ მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი" - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტრმა მამუკა კავთელიშვილმა.