31.აგვისტო .2020 09:40

კომპანია “მზეთამზემ” პანდემიის გამო წარმოება შეამცირა

views 293
უკან

პროექტი “გემოვანი” , რომელიც “პური მზეთამზეს” სახელით ქართულ ნედლეულზე დამზადებულ პურს აწარმოებს, პოსტ-პანდემიურ ვითარებაში წარმოებას ამცირებს. ამის შესახებ BMG-სთან კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა, ლიკა გაბისონიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტის შემდეგ გაყიდვები მკვეთრად არის შემცირებული.

“პანდემიის დაწყების პირველივე თვეს, “პური მზეთამზეს” გაყიდვების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, შესაბამისად წარმოებაც გავზარდეთ, თუმცა მომდევნო თვეებში მკვეთრი კლება დაფიქსირდა და დღემდე ამ ვითარებაში ვართ. შევამცირეთ წარმოება. ზაფხულის და განსაკუთრებით აგვისტოს პერიოდი ისედაც ჩავარდნილია ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, რადგან ყოველთვის იკლებს მოთხოვნა, თუმცა სექტემბრიდან წარმოების გაზრდას მაინც ვვარაუდობთ,”- აღნიშნა ლიკა გაბისონიამ.

“მზეთამზემ” პოსტ-პანდემიურ ვითარევაში პარტნიორობა დაიწყო “სინერჯი კაპიტალთან” , რომლის ფარგლებშიც წარმოების გაფართოვებაზე და პროდუქციის გაზრდაზე მუშაობენ.

“ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ პურის წარმოების ფაქტობრივად, გაორმაგებას. ჩამოგვაქვს რამდენიმე დანარდგარი, რომელიც ცხობის პროცესს გაგვიმარტივებს,” -განაცხადა კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა.

2018 წელს კომპანის დამფუძნებელმა, ოთარ ნაჭყებიამ, Bmg-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კომპანია ნატურალური რძის, თხის ყველისა და ღორის ხორც-პროდუქტების წარმოების დაწყებას გეგმავდა. როგორც კომპანიის ფინანსური მენეჯერი, ლიკა გაბისონია გვიყვება, გარკვეული გარემოებების გამო, ეს გეგმა ნაწილობრივ შესრულდა, ანუ წარმოება დაიწყო, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობით და არ არის გათვლილი მასიურ წარმოებაზე, რომელიც გეგმაშია და მომდევნო წლებში განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა