მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია “ნოვა” პროფესიული განათლების განვითარებაში ერთვება - (R)

62457eb6d42e5
BM.GE
31.03.22 14:11
1082
სამშენებლო სექტორის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახდა პროფესიული განათლების მხარდამჭერი. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აქტიური მედიატორობით, კომპანია “ნოვა” პროფესიული გადამზადების პროგრამის „სასაწყობე სატვირთველის უსაფრთხო ექსპლუატაცია“ განხორციელებაში ჩაერთო.

აღნიშნულ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია მსურველებს 30 მარტიდან უკვე შეუძლიათ. პროგრამა განხორციელდება "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი”-ს მიერ.

კომპანია “ნოვა”, როგორც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორი კომპანია, უმასპინძლებს აღნიშნული პროგრამების მსმენელებს, პრაქტიკული კომპონენტის სწავლების პროცესში.

ლია ბოლქვაძე, კომპანია “ნოვა”, HR და ადმინისტრაციული დირექტორი:

პროფესიული სასწავლებლების და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული სასწავლო დუალური პროგრამები ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური, პროფესიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი კადრებით ქართული ბიზნესის მომარაგებას, რის დეფიციტსაც ჩვენი შრომის ბაზარი აქტიურად განიცდის.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, GIZ-ის, დარგის სხვადასხვა სპეციალისტებისა და ექსპერტების მხარდაჭერით და გლდანის პროფესიული კოლეჯის ჩართულობით, კომპანია „ნოვა“ უახლოეს პერიოდში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე პირველ მსურველებს მიიღებს. ვიმედოვნებთ ჩვენი, სწავლების პრაქტიკულ კომპონენტში ჩართულობა, ერთი მხრივ, ბიზნესს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მობილიზებაში შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შანსს მისცემს ცვალებად სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის მიზნით, უმოკლეს დროში, უკეთესი თეორიული ცოდნა შეიძინონ და პროფესიული უნარები გაიუმჯობესონ, რითაც კონკურენტულ გარემოში მეტად ეფექტურები გახდებიან.

კომპანია „ნოვა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საწარმო, ყოველთვის მზად არის პროფესიული სწავლების მხარდაჭერისა და ქართული ბიზნესის საჭირო პროფესიული ცოდნის და გამოცდილების მქონე კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, ჩაერთოს პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში და წვლილი შეიტანოს ჩვენს ქვეყანაში პროფესიული სწავლების მნიშვნელობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში.“


პროგრამაზე განაცხადის გაკეთება 18 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ, რომელთაც აქვთ საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და, ამავე დროს, სასაწყობე სატვირთველის ოპერირების მინიმუმ ექვსთვიანი გამოცდილება.

სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე მსმენელები 4 კვირის განმავლობაში შეიძენენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას. კომპანია “ნოვას” უახლესი ტექნიკით აღჭურვილ გარემოში მსმენელები რეალურ გარემოში გაეცნობიან და შეისწავლიან სასაწყობე სატვირთველის უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხებს და შეიძენენ პროფესიულ პრაქტიკას. რაც მათ დაეხმარებათ მიღებული ცოდნის და უნარების საფუძველზე, დასაქმდნენ ნებისმიერ კომპანიაში, სადაც გამოიყენება სასაწყობე სატვირთველები. ამავე დროს, მათ პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.

კომპანია “ნოვა” არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როდესაც ბიზნესი უშუალოდ ერთვება პროფესიონალი კადრების მომზადების საკითხებში და კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში, როგორც უშუალოდ, სამშენებლო მიმართულებით ოპერირებადი კომპანიებისათვის, ისე - ქვეყნისათვის.

ანა საბახტარიშვილი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი:

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის წარმომადგენელ სამშენებლო კომპანიებსა და საქართველოში არსებულ პროფესიულ დაწესებულებებს შორის საკომუნიკაციო არხის ჩამოყალიბების პროცესს. ჩვენი, როგორც სექტორული ასოციაციის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის განვითარება, შესაბამისად, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს მდგრადი, უწყვეტი თანამშრომლობა პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და დამსაქმებლებს შორის. კომპანიების აქტიური ჩართულობის საფუძველზე, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს და განხორციელდეს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც გრძელვადიანი, აგრეთვე, პროფესიული მომზადება-გადამზადების, რომლებშიც აისახება შრომის ბაზრის აქტუალური საჭიროებები, თანამედროვე მიდგომები. გულწრფელად გვახარებს კოპანია “ნოვასა” და “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” წარმატებული კოლაბორაცია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისათვის.”

სასაწყობე სატვირთველის უსაფრთხო ექსპლუატაციის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია მსურველებს 11 აპრილამდე შეუძლიათ, ონლაინ პლატფორმა vet.emis.ge-ს საშუალებით.