მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია ნულიდან უნდა აღვადგინოთ - Airbnb-ი

614b17d13f510
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.21 22:10
793
ბრაიან ჩესკი, სამოგზაურო პლატფორმა Airbnb-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანიის აღდგენა ნულიდან მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბრაიან ჩესკის თქმით, კომპანიის ბიზნესი 80%-ით შემცირებულია, თუმცა მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, რადგან კორონავირუსის შემთხვევების კლების პარალელურად, მოთხოვნა იზრდება სახლების დაქირავებაზე.

„მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია და სავარაუდოდ ის ისეთი ვერასდროს იქნება, როგორიც 2019 წელს იყო. პანდემიამდე, ადამიანები მუშაობდნენ, შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ და მოგზაურობდნენ. ახალა ეს სამი ადგილი ძირითადად ერთ სივრცეშია თავმოყრილი, თუმცა ეს ერთი მხრივ მოსახერხებელია, რადგან ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს წავიდეს სამოგზაუროდ, დაიქირავოს სახლი შედარებით ხანგრძლივი დროით და იქიდან იმუშაოს. ეს ჩემი აზრით, მოსახლეობას მოგზაურობის საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ჩესკმა.

Airbnb-ის ხელმძღვანელის თქმით, უკვე შეცვლილია სახლების დაჯავშნის პრაქტიკა და ნაცვლად რამდენიმე დღისა, მოქალაქეები სახლებს ერთი კვირით და მეტითაც ქირაობენ.

„აღსანიშნავია, რომ ჯავშნების მეხუთედი სწორედ ერთ თვეზე მეტხანიან ჯავშნებზე მოდის, რაც პანდემიამდე წარმოუდგენელი იყო, რადგან ადამიანები ვერ ტოვებდნენ ოფისებს ასე დიდი ხნით“, - განაცხადა ჩესკიმ.