მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "ჩერი.ჯი"-მ გორში 1,500,000 ლარის ინვესტიციით, ბლის ბაღი გააშენა

626d44061b148
სალომე ჭიპაშვილი
30.04.22 19:03
2238
კომპანია „ჩერი.ჯი“-მ გორის რაიონში ბალის ინტენსიური ბაღი გააშენა. როგორც bm.ge-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მელაძემ განაცხადა, ბაღის გაშენებისთვის მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მასში ექვსი სახეობის იტალიური ჯიშის ბალია წარმოდგენილი.

„სანამ პირველ ნაბიჯებს გადავდგავდით, შევისწავლეთ ბაზარი და როგორც გაირკვა ბალი იმ ხილის სახეობაა საქართველოში, რომელიც ნაკლებად განვითარებულია, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ ბაღების გაშენება. უკვე პირველ მოსავალს წელს, ივლისის თვეში ველოდებით. თავდაპირველად ეს რაოდენობა არ იქნება ბევრი, აი უკვე სამ წელიწადში კი ერთ ჰექტარზე დაახლოებით 5 ტონა ბალის აღება შეგვეძლება,“- აღნიშნა გიორგი მელაძემ.

ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სარწყავი სისტემებითა და სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარებით, რომელიც ერთი წლის წინ გორის რაიონში, სოფელ მეჯვრისხევში გაშენდა.

„სამომავლოდ იგეგმება წყლის გაგრილების სისტემის დამონტაჟებაც, რაც საშუალებას მოგვცემს ხილი შევინახოთ და მისი რეალიზაცია არასეზონურადაც განვახორციელოთ.“- განაცხადა გიორგი მელაძემ.

„ჩერი.ჯი“ ბალის რეალიალიზაციის განხორციელებას ადგილობრივი ბაზრის გარდა ევროპის ქვეყნებშიც გეგმავს.