მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "დოქტორ გუდსში" თანამშრომლების 100 % აცრილია

6124b10f04d57
BM.GE
24.08.21 12:41
1643
სამედიცინო ტექსტილის პირველ ქართულ საწარმო „დოქტორ გუდსში“ დასაქმებული თანამშრომლების 100 % ვაქცინირებულია!

,,მოხარული ვართ, რომ ჩვენთან დასაქმებული 120 თანამშრომლიდან უკლებლივ ყველა ვაქცინირებულია. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ გამოჩენილი პასუხისმგებლობისათვის.

პროცესის სწორად წარმართვაში ძალიან დაგვეხმარა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები, რომლებიც გვეწვივნენ საწარმოში და თანამშრომლებს ადგილზე მიაწოდეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე უპასუხეს მათ კითხვებს.
სწორმა კომუნიკაციამ და პროფესიონალების მიერ გაცემულმა პასუხებმა სასურველი შედეგი გამოიღო. თანამშრომლებმა, რომლებსაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული, აზრი შეიცვალეს და ადგილზევე მოხდა მათი რეგისტრაცია.

Covid 19-ით გამოწვეული გართულებებისა და სიკვდილიანობის შემცირების ერთადერთი და უალტერნატივო გზა ვაქცინაციაა.

ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის და კომპანიის ვალია შეიტანოს თავისი წვლილი ამ საქმეში და შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ვაქცინირებული, რათა დროულად შევძლოთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში გაგრძელება და ხელი შევუწყოთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას."- აცხადებენ კომპანია ,,დოქტორ გუდსში,,

"დოქტორ გუდსი" ქირურგიული ტექსტილის პირველი საწარმოა საქართველოში რომელიც 2019 წელს გაიხსნა.
საწარმო სამედიცინო სექტორს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ყველა ტიპის საოპერაციო ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს.
"დოქტორ გუდსს" მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

კომპანია სრულად ახდენს ქართული სამედიცინო ბაზრის უზრუნველყოფას ქირურგიული ტექსტილით და წარმატებით ანხორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში.

(NS)