კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" განცხადებას ავრცელებს:
"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, სამწუხაროდ, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. აღნიშნული ქმედება აზარალებს როგორც მომხმარებლებს, ასევე აზიანებს კომპანიის რეპუტაციას. ჩვენი არაერთი მცდელობის - ყალბი ინფორმაციის და ვიდეოების დარეპორტების მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პლატფორმაზე უწყვეტად ვრცელდება, ასევე იცვლის გავრცელების წყაროს, რაც ართულებს ჩვენი რესურსით მასთან ბრძოლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარა თაღლითობის შემცველი ფაქტების გამოძიების მიზნით, ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პროკურატურას. თუმცა, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების და მათი მფლობელების იდენტიფიცირებამდე, ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ არ მოტყუვდნენ და არ ენდონ მსგავსი ტიპის შეთავაზებებს. იყავით ყურადღებით და გთხოვთ, მსგავსი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაარეპორტეთ ანგარიში".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი