კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობისას სრულად შეიცვლება წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 650 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი. ამასთანავე, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.
აღნიშნულ პროექტში კომპანია რუსთავის წყალი 250,000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის მერია გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.