ჩვენ გამოვედით ცვლილებების ინიციატივით, რომელიც გულისხმობს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას და ეს ეხება საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას, რომლითაც ისარგებლებს გადასახადის ყველა გადამხდელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
„ამ ცვლილებებში მოიაზრება შემდეგი მომენტიც: ერთი მხრივ გვექნება შეღავათი კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადზე, მეორე მხრივ კი გვექნება ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება იმ ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები და დროებით ვერ იღებენ ხელფასს. ორივე შემთხვევაში ვამატებთ ნორმას საგადასახადო კოდექსში და სწორი ინფორმაციის მოწოდებაზე ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან.
ეს მიზნად სიახავს იმას, რომ თავიდან ავირიდიოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც.
დავაინიცირეთ მთავრობის დადგენილების პროექტიც, რომელიც შეეხება პაკეტს, რომელზეც არაერთხელ თქმულა“, - განაცხდა მაჭავარიანმა.
მინისტრმა იმ მიზნობრივ ჯგუფებზე ისაუბრა, ვინც დახმარებას მიიღებს:
- დასაქმებასთან და შემოსავლების დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები - დაქირავებით დასაქმებულები, ვისაც პირველ კვარტალში უფიქსირდება ხელფასები და საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუწყდათ შემოსავალი. ისინი მიიღებენ 200 ლარს, პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარი;
- ინდ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები - მათ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თუ უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური აქტივობიდან 1 აპრილამდე, ისინი მიიღებენ კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით. ეს ეხებათ მიკრობიზნესის მქონე სუბიექტებსაც;
- ეს არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც წარადგენს დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველი კვარტლიდან ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, ანდა ჰქონდა შემოსავალი, ისინი მიიღებენ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 000 ქულაზე. ისინი ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად მიიღებენ კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში. 1 წევრისგან შემდგარი ოჯახი მიიღებს 70 ლარს, 2 წევრისგან შემდგარი ოჯახი - 90 ლარს, 3 და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახი თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით;
-ეს არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, რომლებსაც ყავთ სამი ან მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი, ისინი მიიღებენ 100 ლარს თვეში, 6 თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარს;
- ეს არის ჯგუფი მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, რომლებსაც ეძლევათ კომპენსაცია 100 ლარის ოდენობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის