23.სექტემბერი .2022 00:15

კომპანია, რომელსაც მთავრობამ 560 მლნ-ის კონტრაქტები დაუდო, მაგისტრალს “სუსტი პროგრესით” აშენებს

კომპანია, რომელსაც მთავრობამ 560 მლნ-ის კონტრაქტები დაუდო, მაგისტრალს “სუსტი პროგრესით” აშენებს
views 772
უკან

კომპანია JV “Polatyol & Mapa” საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტია. მას 330 მილიონი ლარის ღირებულების ბათუმის შემოვლითი მაგისტრალის და ბათუმი გრიგოლეთის 229 მილიონ ლარიანი მაგისტრალის მშენებლობა აქვს ჩაბარებული, თუმცა როგორც გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა განაცხადა, კომპანია ამ პროექტებს სუსტი პროგრესით ახორციელებს.

გიორგი წერეთლის თქმით, JV “Polatyol & Mapa”-ს მშენებლობის ზედამხედველმა ორგანიზაციამ უკვე აცნობა თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თუკი კომპანია კონტრაქტის პირობებს არ შეასრულებს. ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 - კმ13+325 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

“ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზაზე კომპანიას ამ ეტაპზე სუსტი პროგრესი აქვს. მას შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა, მას აქვს კონტრაქტის მიხედვით ვადები, რომ ეს პროგრესი გამოასწოროს და ჩამორჩენილ სამუშაოებს დაეწიოს. ვნახოთ, ველოდებით. სუსტი პროგრესის მიზეზები ალბათ გარკვეულწილად ფინანსური რესურსებია, რომელიც კომპანიას გააჩნია, - ფინანსების უქონლობა. ველოდებით მათ გადაწყვეტილებებს. შეასრულებენ თუ არა იმ ვალდებულებებს, რაც მათ წერილით და შესაბამისი შეტყობინებით საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ მიუვიდათ. თუ ჩვენ კონტრაქტის არ შეასრულებენ შესაბამისად ვიმოქმედებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ,”- განაცხადა გიორგი წერეთელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა