მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა

5e5382830fef9
თელარა გელანტია
24.02.20 12:00
2478
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის (BAG) წევრთა რიგებს კომპანია „რომპეტროლი“ შემოუერთდა.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და იგი 12 ძირითად ბაზარზე ოპერირებს.

ბრენდი „რომპეტროლი“-ს მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა, რომელიც დისტრიბუციას ახორციელებს რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში. ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კომპანია წარმატებას აღწევს ნავთობ ინდუსტრიაში საერთაშორისო განვითარებისა და გამოცდილების საფუძველზე.

KMG International ჯგუფის შვილობილი კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ დისტრიბუციას 81 ავტოგასამართ სადგურზე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით. ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, კომპანია ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას ბათუმის ნავთობტერმინალში არსებული ნავთობბაზისა და თბილისში არსებული ნავთობბაზის მეშვეობით.

„მივესალმებით ახალ წევრს, ნავთობპროდუქტების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ჩვენი ასოციაციისთვის და სწორედ ამიტომ შეიქმნა შესაბამისი კომიტეტი, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ნავთობპროდუქტების კომპანიის „რომპეტროლის“ BAG-ში გაწევრიანებას აღვიქვამთ პოზიტიურ დინამიკად ჩვენი ასოციაციის განვითარებისთვის“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
NS