მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

5dce9a3af251e
BM.GE
15.11.19 16:28
1109
კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობისას სრულად შეიცვლება წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 650 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი. ამასთანავე, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.

აღნიშნულ პროექტში კომპანია რუსთავის წყალი 250,000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის მერია გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.