მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "საქართველოს თაიგულმა" ქართულ ბაზარზე ჩაის რეალიზება დაიწყო

5e00c483d3b89
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.19 10:36
2781
კომპანია „საქართველოს თაიგულმა“ ქართულ ბაზრზე ჩაის რეალიზება ნოემბერში დაიწყო, - ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა ილია ბასილაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე 100 000 ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს. 

„100 000 ლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია განვახორციელეთ. პროდუქციის გაყიდვა დაწყებულია სუპერმარკეტებში - "გუდვილში", "სპარში"; სასტუმროებსა და რესტორნებში. 5 სახეობის ჩაი გვაქვს - შავი, მწვანე, მაყვალი, მოცვი და დასაყენებელი“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

დირექტორის ინფორმაციით, ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში  სეზონზე 12 ადამინია დასაქმებული, ბენეფიციარი მეჩაიე კი, 500-ზე მეტია.

„თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფაბრიკას დღე-ღამეში 4 ტონა ნედლეულის გადამუშავება შეუძლია. აქ მაღალ ხარისხებზეა საუბარი. ამ მოცულობის ნედლეული ჩვენ არ გვაქვს; რა ხარისხის ფოთოლს მოგვიტანენ, იმას ვამუშავებთ, რადგანაც ეს სეზონური სამუშაოა, ჩაის კრეფის პიკური პერიოდი არის მაისში და შემდეგ ნელ-ნელა იკლებს, შეიძლება თვეში ვღებულობდეთ 2-1.5 ტონა ჩაის გადამუშავებისთვის, შემდეგი თვეებისთვის ის იკლებს და დაახლოებით, 400-300 კგ-მდე ჩამოდის. ამიტომ გვჭირდებოდა მობილური ჩაის პლანტაციები მომზადებული იმისათვის, რომ ნედლეული გვქონოდა“, - აცხადებს BM.GE-ისთან საუბრისას ილია ბასილაშვილი.

საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, რომ არა ის პრობლემები, რომელიც მათ წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროსთან აქვთ, საწარმო თავისი რესურსის სრულად გამოყენებას შეძლებდა.

„ჩვენს ახალ საწარმოს ბაზარზე დასამკვიდრებლად, უცხოური პროდუქციის ჩასანაცვლებლად ნატურალური ქართული ჩაის პროდუქციით  ბევრ გამოწვევასთან შებრძოლება უხდება და ამის ფონზე მთავარ მოწინააღმდეგედ გვევლინება ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მისი მდგრადობის მთავარი განმაპირობებელი“, - აცხადებს საწარმოს და კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან შევიწროვების მიუხედავად, კომპანია საკუთარი რესურსებით ახერხებს წარმოების გაგრძელებას.

„კომპანია დაარსდა 2003 წელს. ჩვენ 2 ძირითადი მიმართულებით ვმუშაობდით, პირველი ის, რომ სანედლეულო ბაზა გვქონოდა, რასაც ვერ მივაღწიეთ. სულ ვიყავიათ კონტაქტზე ეკონომიკის სამინისტროსთან, ვითხოვდით სოფლად არსებულ ჩაის პლანტაციებს, რომელიც მიტოვებული იყო. ამის პარალელურად 2014 წლამდე ადგილობრივი მეჩაიეებისგან მიღებულ ნედლეულს სახლში, კუსტარულად აწყობილი დანადგარებით ვამუშავებდით. ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ იმას, რომ სოფლად ჩაის ანაზღაურება მეჩაიეებთან გავზარდეთ 3-3.5 ლარამდე და კერძო შემთხვევებში, როდესაც სპეციალურ თაიგულს ვკრეფთ, იქ ანაზღაურება გაცილებით მეტია -  4-5 ლარია 1 კგ ჩაის ფოთლის ღირებულება. მეორე მიმართულება კი, ჩაის გადამუშავება და ქართული პროდუქტის შექმნაა, რასაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტით თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ავაშენეთ“, - ამბობს ილია ბასილაშვილი.