მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Shift Technologies ავტომობილების სადილერო CarLotz-თან შეერწყმება | ჯორჯ არისონი CEO-ს თანამდებობას ტოვებს

62f3fc651f4f9
გიორგი თოლორდავა
10.08.22 23:00
978
მეორადი ავტომობილების სადილერო კომპანია Sift Technologies, რომელიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზეა დალისტული, კომპანია CarLotz-თან შეერწყმება, რომელიც აგრეთვე ავტომობილებით ვაჭრობის სექტორშია წარმოდგენილი.

შერწყმის შედეგად ახალი კომპანია ბირჟაზე Shift-ის კუთვნილი ტიკერით SFT-ით განთავსდება. საგულისხმოა, რომ Shift-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჯორჯ არისონი (ირაკლი არეშიძე), რომელიც თბილისშია დაბადებული, CEO-ს თანამდებობას დატოვებს - მას ჯეფ კლიმენცი ჩაანაცვლებს.

Shift Technologies წარმოშობით ქართველი მეწარმის მიერ 2013 წელს დაფუძნდა, მეორადი ავტომობილების გაყიდვის ონლაინ პლატფორმას დაფუძნებიდან დღემდე 2 მილიარდი დოლარის მოცულობის კუმულატიური შემოსავალი აქვს გამომუშავებული.