მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია TAV-ი აფრიკასა და ბალკანეთში შესვლას განიხილავს

5ffdb7e371f88
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 20:55
841
თურქეთის წამყვანი აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV-ი აფრიკასა და ბალკანეთში შესვლას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სანი სენერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მგზავრთა ნაკადის გასაზრდელად მიიღეს, რადგან აფრიკა ამ თვალსაზრისით „ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია, ხოლო რაც შეეხება ბალკანეთს - ის იმედის მომცემია და ჯერ განვითარების ეტაპზეა “.

TAV-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიის შემოსავლების 40% სწორედ საზღვარგარეთ ოპერირებული აეროპორტებიდან მოდის.

„ჩვენ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას ალმაატას აეროპორტთან და შედეგად, ჯამში, ჩართული ვიქნებით 15 აეროპორტის ოპერირებაში. ვიმედოვნებ, მგზავრთნაკადი 2019 წლის დონეს 2023 წლიდან დაუბრუნდება, ხოლო 2022 უკეთესი იქნება 2020 წელთან შედარებით; ეს მაინც დამოკიდებული იქნება ვაქცინასა და ვაქცინაციის მასშტაბურობაზე“, - განაცხადა სანი სენერიმ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს TAV-ი გლობალურად 218 მილიონ მგზავრს მოემსახურა. IATA-ს მონაცემებით, საავიაციო სექტორის ზარალი პანდემიის პერიოდში 90 მილიარდიდან 140 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.