24.აგვისტო .2020 20:11

კომპანია Traveler.ge შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს

views 2105
უკან

ტურისტული კომპანია Traveler.ge შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით, რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა, გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან...

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლის კლდიდან სამარშრუტო ტაქსი გადავარდა. ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა