მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "ვანორდი" ანაკლიიდან თავისი ქონების გატანას რამდენიმე დღეში დაასრულებს

5e2707bec42d8
ინგა მურუსიძე
21.01.20 18:15
978
კომპანია „ვანორდი“ ანაკლიიდან თავისი ქონების გატანას რამდენიმე დღეში დაასრულებს, - ამის შესახებ „საქმის კურსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

„ვანორდი“ არის ჩვენი პარტნიორი, ასევე არის კონტრაქტორი, რომელმაც განახორციელა პირველადი დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები. მათ შორის 5 მლნ კუბური მეტრი იყო ამოტუმბული ზღვის ფსკერიდან და დამონტაჟებული სადრენაჟო მილები. ამ პირველი სამუშაოს მერე მან დატოვა დანადგარები, მილები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო მეორე ეტაპის დაღრმავებისთვის. ეს ყველაფერი მათი ქონებაა და ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ გადაწყვიტეს ქონება გაიტანონ ობიექტიდან. ეს არის პროცესი, რაც მიმდინარეობს და  რამდენიმე დღე გაგრძელდება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა. 9 იანვარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირგასამტეხლოსთან ერთად, სამინისტრო კონსორციუმისგან იმ მიწების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა. სამინისტროს ცნობით, მიწების ჯამური ღირებულება 60 მლნ ლარამდეა.

პირგასამტეხლოსა და მიწების დაბრუნების მოთხოვნით სახელმწიფო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", თავის მხრივ, ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში იდავებს. როდის წარადგენს სარჩელს მთავრობა, ჯერჯერობით, უცნობია.