მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომპანია Wehost-ს პანდემია $80,000 დაუჯდა“ - დამფუძნებელი

5f4e4bd7a2d64
მარიამ ადამია
02.09.20 09:00
1000
"Wehost-ს პანდემიის პერიოდი 80 ათასი დოლარი დაუჯდა”, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ანჯაფარიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ საჭირო ხარჯების დასაფარად აღნიშნული თანხა ბანკიდან ისესხეს.

მისი თქმით, აღებული თანხა თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას და გაუქმებული ჯავშნების გამო ბინების მეპატრონეებისთვის კომპენსაციის გაცემას მოახმარეს

„ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი ამოცანა არის მისი შენარჩუნება; მომდევნო ორი წლის განმავლობაში არანაირ განვითარებაზე არ ვართ ორიენტირებულები. პანდემიის გამო, 40-მდე თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვება მოგვიწია და დღეს ყველაფერს მინიმალური რესურსით ვაგვარებთ“, - აღნიშნა ნიკა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ზაფხულში კომპანიის გადარჩენა ბათუმის ხარჯზე შეძლეს“ და გეგმავენ, ზამთარშიც მუშაობა იმავე სტრატეგიით გეგმავენ გააგრძელონ, თუმცა ამჯერად ბაკურიანისა და გუდაურის ხარჯზე.